უცხოური მედია

„დაგვეხმარეთ!“- შვედეთის დედაქალაქი კორონავირუსის აფეთქებას ვეღარ უმკლავდება

Nusagi

შვედეთის დედაქალაქის, სტოკჰოლმის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მთავრობას დახმარებისთვის ევედრება, რადგან საავადმყოფოები კოვიდინფიცირებული პაციენტებით გადაივსო,-ამის შესახებ „ბიზნესინსაიდერი“ იუწყება.

სტოკჰოლმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ბიორნ ერიქსონმა განაცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები რეგიონში მთლიანად შევსებულია. მან მთავრობას დამატებით სამედიცინო პერსონალის გამოყოფის თხოვნით მიმართა, რადგან ექთნები და ექიმები აღარ არის საკმარისი კოვიდპაციენტებისთვის.

„დაგვეხმარეთ“-განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე.

შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც პანდემიის დასაწყისში განსხვავებული სტრატეგია აირჩია. იზოლაციის მაგივრად ქვეყანა პრობლემას მსუბუქი მეთოდების გამოყენებით მიუდგა და სოციალური დისტანციის ნებაყოფლობით ზომებს დაეყრდნო.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,870 ნახვა
%d bloggers like this: