პოლიტიკა

კოლეგები ჩემში ეძებენ კუდიანს, მაგრამ ჩვენ, „გირჩი“ ვართ პოლიტიკურად უმწიკვლო ხალხი

Nusagi

დღეს მე ვერ დავწერ, რომ არ მინდა პარლამენტის წევრობა. დრო უნდა გავიდეს, ჯერ სიებია ჩასახსნელი, ამას რამდენიმე დღე სჭირდება. ჩვენ კი, შემოგვასაღეს, თითქოს ყველამ დაწერა განცხადება „გირჩის“ გარდა, არადა, არცერთ დეპუტატს ჯერ ეს არ დაუწერია.,-ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დაწერა განცხადება, არცერთი არ არის დეპუტატი.

„ამის გაყიდვა მოსახლეობაზე, თითქოსდა დეპუტატებმა ჩაიხსნეს სია, მე არ მომწონს, ეს არ არის მართალი. როცა ჩაიხსნიან, აგერ ვარ მე, თვალებში გიყურებთ. როდესაც იმდენი დეპუტატი ჩაიხსნის, რომ პარლამენტში 113 დეპუტატი არ იქნება, საჯაროდ დავწერ და დილით შევიტან ცესკოში“,-აცხადებს იაგო ხვიჩია.

მისივე თქმით, ცუდია, რომ „ქართული ოცნება“ არ ცდილობს, დაითანხმოს დეპუტატები პარლამენტში შესვლაზე. 

„მე რომ გითხრათ, რომ პარლამენტში შესვლა არ მინდა, ეს იქნება დესტრუქცია. აბა ელჩებთან რაზე ვლაპარაკობთ. ჩემი კოლეგები ჩემში ეძებენ კუდიანს, მაგრამ ჩვენ, „გირჩი“ ვართ პოლიტიკურად უმწიკვლო ხალხი. სხვებს ზურგს ცუდი წარსული უმაგრებთ- ერთმანეთის გადაგდება, სიტყვის გატეხვა, დაშლა. აწყობა და ა.შ. მე ეს კომპლექსები არ მაწუხებს. ამიტომ სრულიად თავდაჯერებულად ვამბობ- მე მინდა შესვლა პარლამენტში, არ ვმალავ, ოღონდ მართლა პარლამენტში ისევე, როგორც მინდა მოსამართლეობა, მაგრამ ვერ გავხდი ჩინჩალაძის სასამართლოში“,-აცხადებს იაგო ხვიჩია.

​„რომ ამბობდნენ, პროპორციული არჩევნები გვინდაო, თურმე ფეხებზე ეკიდათ, მე კი ვამბობს, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე არის ახალი არჩევნები.გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს მოწესრიგებული საარჩევნო სისტემა ნებისმიერ არჩევნებზე“,-განაცხადა მან.    

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,791 ნახვა
%d bloggers like this: