მე-10 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება ოფიციალურად უკვე მიენიჭა.
საპარალამნეტო არჩევნების შედეგებით, 150 მანდატი ასე გადანაწილდა:
90 მანდატი ქართული ოცნებას აქვს, 60 მანდატი კი, 8 ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.
პარლამენტს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს, პირველი მოადგილე იქნება გიორგი ვოლსკი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან ასევე: კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კი, მამუკა მდინარაძე.
ბარიერგადალახული პარტიების ნაწილი ქუჩაში, რუსთაველის 6 ნომერთან შეიკრიბა, მათ შეუერთდა რამდენიმე პარტია, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა. არ შეუერთდნენ პატრიოტთა ალიანსი, გირჩი და რესპუბლიკური პარტია, ასევე ალეკო ელისაშვილი.
Facebook Comments