მინდოდა დღევანდელი ეთერი გართულებების გარეშე წამეყვანა, მაგრამ როგორ უბედავთ ჩვენს ჟურნალისტებს შეურაცხყოფას!,-ასე მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ დეპუტატ გია ვოლსკის, როდესაც შეიტყო, რომ ამ უკანასკნელმა ტვ-პირველის ჟურნალისტს ზონდერი ჟურნალისტი უწოდა.
„ბატონო ვოლსკი, ზონდერები მოიკითხეთ თქვენს პარლამენტში, უმრავლესობა რომ ხართ ჩაწიკწიკებულები, როგორც ელისაშვილი იტყოდა… მე დაგისახელებთ, ვინ რა როლს ასრულებდა ადრე, წლების წინ. როგორ უბედავთ ჩვენს ჟურნალისტებს ასეთ შეურაცხყოფას? ზონდერები მოიკითხეთ იმავე სკამებზე, რომელზეც მართლა „ქართული ოცნება სხედხართ“, მინდოდა, დღევანდელი ეთერი მართლა მხიარულად, ყოველგვარი გართულების გარეშე წაგვეყვანა, ბატონო ვოლსკი იცით, რამდენი ზონდერი გყავთ მაგ სიაში? მოვა დრო და ჩამოგითვლით, თუ ოდესმე მობრძანდებით აქ“,-განაცხადა ჟურნალისტმა.