ხელოვნება და კულტურა

გარდაიცვალა მსახიობი ვალენტინ გაფტი

Nusagi

​გარდაიცვალა მსახიობი, თეატრალური რეჟისორი და მწერალი ვალენტინ გაფტი. ამის შესახებ ТАСС-ი გაფტის მეუღლეზე დაყრდნობით იუწყება.

„დიახ, ის აღარ არის, ეს დღეს მოხდა“,-განაცხადა ოლგა ოსტროუმოვამ. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტია.

გაფტს 15 დეკემბერს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე მსახიობთა ხეივანში დაკრძალავენ. 

2019 წლის 15 დეკემბერს გაფტს პირველი ინსულტი დაემართა, 2020 წლის მარტში მისი მეუღლე ამბობდა, რომ სიტუაცია გამოსწორდა, მსახიობს ყველაფერი ესმოდა და გრძნობდა. 

გაფტი 1935 წლის 2 სექტემბერს, მოსკოვში დაიბადა. 1969 წლიდან თეატრ „სოვრემენნიკში“ მუშაობდა. კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 100 ფილმში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,669 ნახვა
%d bloggers like this: