ჯანდაცვა

თუ ახლობლებს უფრთხილდებით, სჯობს მათთან შობის დღეებში არ წახვიდეთ – ბრიტანელი ექსპერტი

Nusagi

მეცნიერები და ექსპერტები დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას შობის დღეებში  მასობრივი შეკრებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ბოლო დღეებში დიდი ბრიტანეთის რამდენიმე რაიონში  Covid 19-ის ფაქტების ზრდა შეინიშნება. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. 

ბრიტანეთში 23-დან 27 დეკემბრამდე შობის გამო კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაუქმდება. ამასთანავე სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობა არასწორ განცხადებებს აკეთებს, რასაც შეიძლება კორონავირუსის მესამე ტალღა მოჰყვეს.

„თუ მოსახლეობა სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საშობაო წვეულებების შემდეგ იანვარში და თებერვალში მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს. ვაქცინაციამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა და რატომ უნდა ჩავაგდოთ მოსახლეობა საფრთხეში?“ – აცხადებს ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დევი შრიდჰარი.

ამ მოსაზრებას პროფესორი სიუზან მიჩიც ეთანხმება.

„თუ ახლობლების ჯანმრთელობას უფრთხილდებით, სჯობს მათთან შობის დღეებში არ წახვიდეთ. თუ მაინცდამაინც გსურთ მეგობრებთან შეხვედრა, უმჯობესია, მათ სუფთა ჰაერზე შეხვდეთ. მცირე ზომის ოთახებში შეხვედრა ცუდი ვენტილაციით კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის,“ – აცხადებს მიჩი.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დარეგისტრირდა. მოსახლეობის ვაქცინაცია 8 დეკემბრიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე დიდ ბრიტანეთში 75 წელს გადაცილებული ადამიანების აცრა მოხდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,890 ნახვა
%d bloggers like this: