სამართალი

სამართალდამცველებმა „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

Nusagi

სამართალდამცველებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბიძინა ესებუა ზუგდიდში დღეს დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,151 ნახვა
%d bloggers like this: