უცხოური მედია

ტრამპის სარჩელი ვისკონსინის და მიჩიგანის სასამართლოებმაც უარყვეს

Nusagi

აშშ-ის ვისკონსინის და მიჩიგანის შტატების სასამართლოებმაც უარყვეს დონალდ ტრამპის შტაბის სარჩელები, რომელშიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები ამ შტატებში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდნენ. ამის შესახებ  detroitnews.com იუწყება. 

„არ ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ ეს საკითხები ამ სასამართლომ უნდა განიხილოს“ – წერია მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში

თავის მხრივ, ვისკონსინის სასამართლომ დაადასტურა, რომ ამ შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს 20 ათასი ხმით მოუგო.

ტრამპის შტაბი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,859 ნახვა
%d bloggers like this: