კრიმინალი

ფოთში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

Nusagi

პოლიციამ ფოთში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი – 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი „სუბუტექსი“. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცადებაში.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,909 ნახვა
%d bloggers like this: