Uncategorized

შალვა პაპუაშვილი ISFED-ის პარალელურ დათვლაზე: ეს იყო ჩვენი ოპონენტების საბოლოო მათემატიკური კრახი

Nusagi

სამი თვეა, პოლიტიკაში ვარ და ორი რამ მაკვირვებს: საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იგონებს და საიდან ამდენი ადამიანი, რომელიც ამდენ ტყუილს იჯერებს. პირველებს მოვუწოდებ, იყვნენ კეთილსინდისიერები. მეორეებს ვთხოვ, იაზროვნონ კრიტიკულად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

დეპუტატი ISFED-ს მოუწოდებს, 11 დეკემბერის განცხადების ის ნაწილიც ჩაასწოროს, რომლის მიხედვითაც, ეს ჩასწორება გავლენას არ ახდენს მანდატების გადანაწილებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს მანდატების გადანაწილებაზე. 4 მანდატით ნაკლებს ვიღებდით ძველი მონაცემით. გვახსოვდეს ზედა ჩამკეტი. რაც შეეხება ჩვენ კომუნიკაციას ISFED-თან და დანარჩენ სამყაროსთან; პრობლემა 3 ნოემბერსვე გამჟღავნდა. სამწუხაროდ, არც მედია და არც არასამთავრობო სექტორი ამ საკითხით გუშინდელ დღემდე არ დაინტერესდა. ქრონოლოგია ასეთია: 1-ელ ნოემბერს ISFED-მა 14:00 სთ-ზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები.3 ნოემბერს მამუკა მდინარაძემ გამართა ბრიფინგი, სადაც მან ცესკო-ს, პარალელური დათვლის და ეგზიტპოლების შედეგების შედარებას წარადგინა. ეს იყო პირველი საჯარო მოწოდება ISFED-ის მიმართ, გაეკეთებინათ განმარტება ცესკო-სა და პარალელურ დათვლას შორის არსებული ცდომილების მიზეზზე. 10 ნოემბერს მე და მამუკა მდინარაძემ გავმართეთ ბრიფინგი, სადაც არგუმენტირებულად დასაბუთდა ოპოზიციის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული რიცხვებით (ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების დრო, ბათილი ბიულეტენები და ა.შ.) მანიპულირება და ასევე გამოითქვა „ქართული ოცნების“ ეჭვი, რომ პარალელური დათვლის დროს ცდომილება გამოწვეული იყო ბათილი ბიულეტენების მითვლით. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა ISFED-ს ,გაეკეთებინა განმარტება ამასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პარალელური დათვლის შედეგების ხარვეზი ძალიან მარტივად ჩანდა მისი მათემატიკური ანალიზის საფუძველზე. 17 ნოემბერს გაიმართა ონლაინშეხვედრა „ქართულ ოცნებასა“ დალი) და ISFED-ს შორის. ISFED-მა კატეგორიულად უარყო, რომ ბათილი ბიულეტენები იყო მითვლილი და განაცხადა, რომ მათ გადაამოწმეს შედეგები და ყველაფერი სწორია. შევთავაზეთ, იმ უბნების ჩამონათვალის გასაჯაროება, სადაც ჩატარდა პარალელური დათვლა და/ან პარალელური დათვლის შედეგების სრული სიის გასაჯაროება (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ). ISFED-მა უბნების გასაჯაროებაზე უარი განაცხადა, ხოლო პარალელური დათვლის სრული სიის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების გასაჯაროება იმწამსვე ნათელს მოჰფენდა პარალელური დათვლის შედეგების უზუსტობას. 18 დეკემბერს ჩატარდა ნიკოლოზ სამხარაძის, ჩემი და გიორგი ხელაშვილის ონლაინშეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ 15 ელჩთან, სადაც პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, ჩვენს ეჭვზეც ვისაუბრეთ. ელჩები დაინტერესდნენ ISFED-თან ჩვენი კომუნიკაციის შედეგით და გვთხოვეს, მიღების შემთხვევაში, გაგვეზიარებინა ის დამატებითი მონაცემები, რომლებსაც ველოდით ISFED-თან 17 ნოემბრის შეხვედრიდან გამომდინარე.​ 26 ნოემბერს ISFED-მა, შიდა პრაქტიკაზე დაყრდნობით, საბოლოოდ უარი გვითხრა უბნების დასახელებაზე და პარალელური დათვლის სრული შედეგის გამოქვეყნებაზე (იმ პარტიების შედეგების ჩათვლით, რომლებიც ბარიერს ქვემოთ დარჩნენ). 8 დეკემბერს მე, როგორც მომხსენებელმა, მონაწილეობა მივიღე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის ონლაინკონფერენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაარჩევნო მდგომარეობას საქართველოში. პანელს მოდერირებას უწევდა ლაშა ტუღუში. ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძეც. პანელის მსვლელობისას, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ „ქართული ოცნების“ ეჭვი პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით და გამოითქვა მწუხარება, რომ ISFED-ი არ ასაჯაროვებდა ყველა მონაცემს. ელენე ნიჟარაძემ, კიდევ ერთხელ უარყო ეჭვები და დაადასტურა პარალელური დათვლის შედეგების სიზუსტე. 10 დეკემბერს ISFED-მა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ ჩაატარა პარალელური დათვლის აუდიტი და მის ანგარიშს, არჩევნების შედეგების შუალედურ შეფასებასთან ერთად, უახლოეს დღეებში წარმოადგენდა.​ 11 დეკემბერს ISFED-მა გამოაქვეყნა პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგები (არჩევნების შუალედური შეფასების გარეშე) და აღნიშნა, რომ „გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც“. ამასთან, ISFED-მა არ დაასახელა, თუ რა იყო ამ ხარვეზის გამომწვევი მიზეზი და განაცხადა, რომ ამ საკითხს გამგეობის ჩართულობით იკვლევს. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებაში ISFED-მა მიუთითა, რომ „პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ზედა ჩამკეტი სისტემის არსებობის გამო, პარალელური დათვლის პირველადი მონაცემებით ქართული ოცნება იღებდა 4 მანდატით ნაკლებს, ვიდრე პარალელური დათვლის ჩასწორებული შედეგით“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მიერ 10 ნოემბერს გამოქვეყნებული ცხრილი და ​ISFED-ის გუშინდელი ჩასწორება გადასცა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,131 ნახვა
%d bloggers like this: