პოსტები სოციალური ქსელიდან

,,ჩემ ჯინაზე რადენიმე დღეც ისე მიილია წვიმამაც არ გადაიღო..”-ჯამბულ გამცემლიძე

Nusagi

,,ამ სურათის ნახვისას ჩემი ბავშვობა მახსენდება.

უდედმამოდ ვიზრდებოდი, ბაბუა მზრდიდა, მზრდიდა ისე, როგორც შეეძლო, ამ გადასახედიდან ასე ჩანს, რომ რაც კარგი თვისება მაქვს და ცოდნა ,ბაბუის დამსახურებაა, ხოლო სხვა რამ……ქუჩაში შეძენილი ,,საგანძურია/

,იმ დროს, როცა ეს ასაკი მქონდა, მოდაში იყო ჩინური კედები, მაგრამ ის .მხოლოდ ებრაელების უბანში იყიდებოდა ხელზე ,,დვა მიაჩა,,ს ეძახდნენ/ ათი მანეთი ღირდა, ვერც კი ვბედავდი მეთქვა მინდა მეთქი………მაგრამ ოი საოცრებავ. მეზობლის ბავშვს უყიდა მამამ(იმ დროისათვის მდიდრებად ითვლებოდნენ) ბაბუაჩემმაც ერთ დღეს გამომიცხადა ,,ჯამბო წავიდეთ შენთვის ჩინური კეტები ვიყიდოთო”……გული თუ არ გამისკდებოდა სიხარულით არ მეგონა.

წავედით და ვიყიდეთ კიდეც, რადენიმე ცალი მომაზომეს, გულში კი გავიფიქრე ეხლა ჩემი ზომა რომ არ ქონდეთ, ალბათ მოვკვდები მეთქი…..

.შემიხვიეს და მოვდივართ, მინდა გავხსნა და ვუყურო, მაგრამ არ შეიძლებოდა, რომ არავის დაენახა. ცოტა გამოვიარეთ და ბაბუა მეუბნება ,,აბა შენ იცი ბაბუ, როგორ მოუვლი, დღეს კი არ ჩაიცვა, ხომ ხედავ წვიმიანი ამინდია გაგესვრება ,,ო,აუუუ დავიღუპე მეგონა,რას ვიზამდი…კედები ღამე ლოგინში მეცვა, ბაბუას რომ არ დაენახა.

ჩემ ჯინაზე რადენიმე დღეც ისე მიილია წვიმამაც არ გადაიღო………..როგორც იქნა გამოიამინდა……”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჯამბულ გამცემლიძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,204 ნახვა
%d bloggers like this: