პოლიტიკა

ბოკერია: მოლაპარაკებები რაღაც თვალსაზრისით ახლა იწყება

Nusagi

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ოპოზიციის სურვილია ამ საკითხის წარმატებით დასრულება. 

ბოკერიას განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკების წარმატებით დასრულება ხელახალ არჩევნებს გულისხმობს.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რთულია რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება

ბოკერია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდმა უნდა აიღოს.

„მოლაპარაკებები რაღაც თვალსაზრისით ახლა იწყება. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ჩვენ არ მოვახდენთ ლეგიტიმაცია იმისა, რომ როცა მოუნდება რომელიმე ხელისუფალს თქვას, რომ „რაღაცებს კი გავაკეთებ, მაგრამ ძალაუფლებას შევინარჩუნებ“. ეს არ მოხდება.

რაც შეეხება ვადებს, რთულია რაიმე ზუსტი პროგნოზის გაკეთება, შეუძლებელიც კი არის. თუ ეს რეჟიმი ამ ეტაპზე ამის გამო ჩაშლის მოლაპარაკებების პროცესს დროებით მაინც, მაშინ პასუხისმგებლობა თავად აიღონ.

არსებობს ერთი „მაგრამ“ ოპოზიციისთვის და პირადად ჩემთვის. ეს არის ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით. თუ ამ კურსს აგრძელებს და ამის შემოტრიალება არ ხდება, ამან შეიძლება შეცვალოს დამოკიდებულება.

ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, რაც ახალ არჩევნებს ნიშნავს“, – აღნიშნა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,327 ნახვა
%d bloggers like this: