უცხოური მედია

გერმანია 16 დეკემბრიდან საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს

Nusagi

გერმანიაში 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე მაღაზიების უმეტესობა იკეტება, ასევე სავარაუდოდ, დაიკეტება ყველა სკოლა, ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა 13 დეკემბერს განაცხადა.

მისი თქმით, არსებული შეზღუდვები არ არის საკმარისი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

4 კვირის განმავლობაში იმუშავებს მხოლოდ აფთიაქები, ბანკები და მაღაზიები, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთები იყიდება. დაიკეტება ასევე სილამაზის სალონები და სპა-ცენტრები.

დღესასწაულებზე ხელისუფლება კრძალავს 5-ზე მეტი ადამიანის შეკრებას, ამასთან, შეხვედრა შეუძლიათ მხოლოდ უახლოეს ნათესავებს, ოჯახის წევრებს და საქმიან პარტნიორებს.

31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე იმოქმედებს ფედერალური აკრძალვა ფოიერვერკებზე.

ნოემბერში გერმანიაში დაიკეტა თეატრები, კონოთეატრები და ფიტნესდარბაზები. კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობენ. 

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავისუსით 1,3 მლნ ადამიანი დაავადდა, მხოლოდ ბოლო კვირაში ქვეყანაში 28 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21,9 ათასი ადამიანი, გამოჯანმრთელდა- 976 000. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: