უცხოური მედია

ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Nusagi

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტს დონალდ ტრამპის მომხრე და მოწინააღმდეგე მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას foxnews ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო მონაცემებით სამართალდამცველებმა სულ მცირე 6 ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირება მხარეებს შორის 12 დეკემბერს გვიან ღამით მას შემდეგ დაიწყო, როცა ტრამპის მხარდამჭერია აქცია დასრულდა.

ტრამპის მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. საპროტესტო მსვლელობები დაგეგმილია ჯორჯიის, პენსილვანიის, მიჩიგანის, უისკონსინის, ნევადასა და არიზონას შტატებშიც.

ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მასში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯოზეფ ბაიდენმა გაიმარჯვა. მან საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 232 ხმა მოიპოვა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,204 ნახვა
%d bloggers like this: