პოლიტიკა

ვოლსკი: პარლამენტის მუშაობის დაწყებას არც არავინ უნდა შეეწინაღმდეგოს, რადგან ეს ფსკერი იქნება

Nusagi

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკების მე-5 და თუ საჭირო იქნება, კიდევ მეტი რაუნდი უნდა გაიმართოს იმისთვის, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს პოლიტიკური ძალების პოზიციები.

ვოლსკის თქმით, მმართველ გუნდს პოზიციიდან არ გადაუხვევია.

„მოლაპარაკებათა მე-5 და რამდენიც გინდა იმდენი რაუნდი აუცილებელი და საჭიროა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად დაინახოს რა არის მხარეთა პოზიციები.

ჩვენ დამოკიდებულება არ შეგვიცვლია გნებავთ კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავითვალოთ, გნებავთ ვიდეო თვალი გავხსნათ. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს პასუხგაცემული უნდა იყოს.

ჩვენ ამ პოზიციიდან არც გადაგვიხვევია და არც ვაპირებთ. პოზიციები დავაფიქსიროთ ყველამ და საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ისე როგორებიც ვართ.

რასაკვირველია ერთი აუცილებელი ასპექტიც არის გასათვალისწინებელი ის რასაც ჰქვია გადათვლა იმ შედეგების, რომელიც პარალელურმა დათვლამ გვაჩვენა და მხოლოდ 41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ ამაში ცდომილება იყო, თუმცა აღიარეს ისიც რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები. აქედან გამომდინარე ჩვენი შეხვედრა მე-5 რაუნდზეც, მე-6-ზეც თუ საჭირო გახდა აუცილებელია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობის დაწყებას, ვოლსკი აცხადებს, რომ მისი მუშაობა ნაკლულია, თუმცა სასწორის მეორე მხარეს ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი დგას.

„რასაკვირველია პარლამენტის მუშაობის დაწყებას არც არავინ უნდა შეეწინაღმდეგოს, რადგან ეს იქნება სრული ლუსტრაცია და ფსკერი. ვინაიდან ბიუჯეტია დასამტკიცებელი, რომელმაც ქვეყანა უნდა გადაარჩინოს.

აქედან გამომდინარე მე არ მეგულება ადამიანი, ვინც იტყვის, რომ პარლამენტს მუშაობა არ უნდა დაეწყო. რასაკვირველია ნაკლულია, არ არის მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დამადასტურებელი, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დევს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არგადარჩენის საკითხი“, – დასძინა ვოლსკიმ

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,433,006 ნახვა
%d bloggers like this: