პოლიტიკა

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდი, სავარაუდოდ მომავალ კვირას გაიმართება

Nusagi

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოიკოტი სამართლებრივად ბოლომდე გაფორმდეს.

„ბუნებრივია ზეწოლა “ქართულ ოცნებაზე” ბევრად გაიზრდება“, – აცხადებს კანდელაკი.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,828 ნახვა
%d bloggers like this: