ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.
Facebook Comments Box