პოლიტიკა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა

Nusagi

ქვეყანაში ამ ეტაპზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას – შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი, აღარ გვაქვს ზრდა და გვაქვს პირველი ნიშნები ოდნავ შემცირებისა, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ეს დამშვიდების საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს.

„ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, იმიტომ, რომ გაფართოებული ტესტირების ფონზე, იგივე ამ კვირაში, შეიძლება კიდევ გვქონდეს დღევანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს არ უნდა იყოს ისეთი ზრდა, რომელიც გადააჭარბებს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს. ანუ გარკვეული პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა, მცირე, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს არავითარი დამშვიდების საფუძველს, რადგან პანდემია ბობოქრობს მთელ მსოფლიოში, პანდემია ბობოქრობს ევროპაში, ჩვენს ირგვლივ. ამიტომ ჯერჯერობით არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. უნდა იყოს დაცული ყველა ის შემზღუდველი ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,146 ნახვა
%d bloggers like this: