პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვემიჯნები ოპოზიციის მხირდან აშშ-ის ელჩის კრიტიკას, ამის გამო პატარა პარტიები ვიჭყლიტებით

Nusagi

„ჩვენ თავი არ დაგვიდია იმაზე, რომ ვიცოდით რამდენი პროცენტით და როგორ გაყალბდა არჩევნები. ჩვენი მაჟორიტარის მაგალითზე ვიცოდით, რომ გაყალბდა და გამოგვისწორეს.

ამის იქით, ვინაიდან ნაკლები რამ ვიცოდით ყველაზე ცოტას ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით. ის, რომ ეს არგუმენტი არ არის ოპოზიციის სასარგებლო ცხადია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტიის წევრის თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ ვინმემ მონაცემების სისწორე დაადასტუროს.

„ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, არ გვაქვს ინსტიტუციები და არ ვენდობით არავის. როდესაც 1 თვის წინ კამერების ჩანაწერების ნახვა შემოგვთავაზეს, როგორ შეიძლებოდა ამის წინააღმდეგი ვყოფილიყავი? მაგრამ ხელისუფლებამ ეს შედეგები დაუკავშირა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს.

აი ამიტომ ნდობის მომენტი არ არსებობდა, თორემ განა ვინმე იყო წინააღმდეგი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, პირველივე კრიზისის დროს ის აუცილებლად აშშ-ის ელჩს მიმართავს, რადგან ყველაზე მეტად სწორედ მისი იმედი აქვს.

„ამერიკის იმედი მაქვს, რომ არ აყვებიან ემოციას და ბოლომდე მიიყვანენ მოლაპარაკებას. ისინი ამას ქართველი ხალხისთვის აკეთებენ.

მე ამერიკის ელჩის, დასავლელი პარტნიორების მხარეს ვარ და ვემიჯნები მსგავს რაღაცას, რასაც მათი კრიტიკა ჰქვია. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში გვაყენებს ოპოზიცია, ამის გამო პატარა პარტიები ვიჭყლიტებით.

დარწმუნებული ვარ, ნაციონალურ მოძრაობაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც გაემიჯნებიან ამ საკითხს“, – დასძინა იაგო ხვიჩიამ სატელევიზიო საუბრისას.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,897 ნახვა
%d bloggers like this: