ეკონომიკა

მიუხედავად პანდემიისა და პერიოდული შეზღუდვებისა, ეკონომიკა ვითარდება და პრაქტიკულად ყველა სფერო, რომელსაც შეზღუდვები არ შეხებია, მუშაობს შეუფერხებლად, – ოთარ ანგურიძე ეკონომიკის მინისტრის ანგარიშის შესახებ

Nusagi

“2020 წელი მსოფლიო ეკონომიკისათვის და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისთვისაც საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ეს იყო წელი, რომელიც ყველა მოცემულობით (2017, 2018, 2019 წლების მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით) უნდა ყოფილიყო პოზიტიური და წინა წლებზე უკეთესი, თუმცა მივიღეთ სხვა სურათი, როდესაც მთავრობას მოუწია უპრეცედენტო მოცულობების დახმარების გაცემა ბიზნესისა და მოსახლეობის დასახმარებლად. ამოქმედდა საგარანტიო მექანიზმი, მოხდა ბიზნესებისათვის გადასახადების გადავადება და სხვა, რამაც რადიკალურად შეუწყო ხელი ბიზნესების გადარჩენას,” – ასე გამოეხმაურა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიერ გაკეთებულ ანგარიშს 2020 წელს განხორციელებული ეკონომიკური ტენდენციებისა და ანტიპანდემიური და ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ.

„მიუხედავად პანდემიისა და პერიოდული შეზღუდვებისა, ეკონომიკა ვითარდება და პრაქტიკულად ყველა სფერო, რომელსაც არ შეხებია შეზღუდვები, ყველა მუშაობს შეუფერხებლად, რაც დასტურია იმისა, რომ ბიზნესები არიან პოზიტიური მოლოდინებით და აქვთ განცდა პროცესების უკეთესი განვითარებისა. რამაც, მოგვცა შესაძლებლობა, რომ 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ 5%-ის ფარგლებში ყოფილიყო,“ – განაცხადა ექსპერტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,670 ნახვა
%d bloggers like this: