Uncategorized

ნიკა გვარამია: ასეთი ამერიკა არ მიყვარს, ამ ქალბატონმა უდანაშაულო რურუას ბანდის მეთაური უწოდა

Nusagi

როგორც „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გუშინდელი სატელევიზიო მონოლოგიდან ირკვევა, საქართველოში აშშ-ს საელჩო, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, გიორგი (ჟორიკა) რურუას კრიმინალურ წარსულზე ინფორმირებულია.

ნიკა გვარამია საქართველოში აშშ-ს ელჩის მოადგილის შემსრულებელს, ქეთრინ შვაიცერს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან ჟორიკა რურუას “შეიარაღებული ბანდის მეთაური” უწოდა.

„მე კი ვიცი სად არის ძაღლის თავი დამარხული, მაგრამ დღეს არ ვაპირებ ამაზე საუბარს. ერთ მშვენიერ დღეს, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, სადაც მთავარ პრობლემად ჩვენ დავასახელეთ ჩვენი დამფუძნებლის, გიორგი რურუას დაპატიმრება, ამ ქალბატონმა, ბევრი ადამიანის თანდასწრებით ხმამაღლა განაცხადა, რომ სირცხვილი რურუას დაჭერა კი არ არის, სირცხვილი ის არის, რომ ის ჩვენი დამფუძნებელია. ასე გვითხრა, თქვენი დამფუძნებელი არის შეიარაღებული ბანდის მეთაურიო. ასე პირდაპირ, უდანაშაულო ადამიანს არ აკმარა, რომ იარაღის ჩადებით დაიჭირეს და კიდევ ზედმეტად, უფრო მძიმე დანაშაული დააბრალა, რომ თურმე შეიარაღებული ბანდის მეთაურია. ასეთი ამერიკა არ მიყვარს, ეს ქალბატონი ელჩის მოვალეობას ასრულებს და რისი იმედი უნდა გვქონდეს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. რურუას ოჯახი და მთელი საზოგადოება იმსახურებს ბოდიშს, უფრო მეტიც, რომ ეს ქალბატონი საქართველოში აღარ იყოს“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, გიორგი (ჟორიკა) რურუა 90-იან წლებში საქართველოში მოთარეშე კრიმინალური „საძმოების“ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი, ვერის საძმოს, „ბოროტების“ წევრი იყო. ის აშშ-დან ექსტრადირებული იყო, როგორც საშიში, მკვლელობისკენ მიდრეკილი დამნაშავე, რომელსაც ბრალად ედებოდა ადამიანების მკვლელობა, ფულის გამოძალვის მიზნით გატაცება და სხვა მრავალი დანაშაული, თუმცა შევარდნაძის კორუმპირებული პროკურატურის მეშვეობით, 1 თვეში ციხიდან გათავისუფლდა, შემდეგ კი, სააკაშვილის მთავრობასთან დაახლოებული ძმის, ნიკა რურუას მეშვეობით „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდრო კავშირი დაამყარა და  ხელშეუხებელი გახდა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,809 ნახვა
%d bloggers like this: