Uncategorized

ჯაფარიძე: უიმედობა, რომელიც ხალხში არსებობს, რევოლუციაში ტრანსფორმირდება

Nusagi

„სიტყვა რევოლუციას იყენებენ ადამიანების შესაშინებლად და მხარდამჭერების მობილიზებისთვის, რომ თითქოს რევოლუცია ისეთი რამეა, გამოვალთ ქუჩაში და ადამიანების ხოცვას დავიწყებთ“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს. 

მისი თქმით, ქვეყნის მოქალაქეებმა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნისთვის ორჯერ მისცეს ვადა.

„მათ თუ რამის გაკეთება შეეძლოთ, უნდა გაეკეთებინათ. მაგრამ, ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ შეეხო, გააფუჭეს. არ არსებობს ქვეყანაში რაიმე სფერო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიტუაცია გამოასწორა. ასეთ დროს ქვეყანაში დგება პოლიტიკური კრიზისი და ამის განმუხტვის ცივილიზებული გზა არის არჩევნები“,- აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზაა, ხელისუფლების შეცვლა.

„ადამიანებში უნდა გაჩნდეს იმედი, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოვა. სხვა შემთხვევაში ნიჰილიზმი, რომელიც ადამიანებში არსებობს, შესაძლოა ტრანსფორმირდეს რევოლუციაში. ცხადია საუბარი არ არის ძალადობაზე. ხელისუფლების შესაცვლელად მშვიდობიანი გზა არსებობს. ეს შეიძლება მოხდეს ვადამდელი არჩევნების გზით, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და აიძულოს ხელისუფლება, რომ ძალაუფლება დათმოს“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,442 ნახვა
%d bloggers like this: