ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი – “ფინანსთა სამინისტრომ პანდემიის პირობებში ფისკალური სტაბილურობის ყველა გამოწვევას ეფექტიანად უპასუხა”

Nusagi

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და პანდემიის პირობებში გატარებულ ღონისძიებებზე. 2020 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ პანდემიის გამოწვევების პირობებში სამინისტროს მუშაობა ეფექტიანი იყო. 

„უწყების საქმიანობაში განსაკუთრებულად მინდა გამოვყო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო რესურსების მოძიების საკითხი. ალბათ ყველას კარგად ახსოვს გაზაფხულის პერიოდში, როდესაც კოვიდ-19 ძალას იკრებდა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საჭირო ფინანსური რესურსის უმოკლეს ვადებში მობილიზება შეძლო. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა. საკუთრივ ეს ფაქტი მიუთითებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, ქვეყნის ფისკალური ხელისუფლების მიმართ სანდოობაზე”, – განაცხადა გვიდიანმა. 

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრომ, ასევე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კერძო სექტორის ხელშეწყობასა და, ზოგადად, ბიზნესაქტივობის წახალისების საქმეში. 

“მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. როგორც იცით, ანტიკრიზისულ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესი წილი სწორედ კერძო სექტორის მხარდაჭერაზე მოდიოდა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელმაც საჯარო ფინანსების ეფექტურად მართვის შედეგად, შეძლო ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები გატარებულიყო. გარდა ამისა, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, კერძოდ დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი არაორდინალური იყო და, შესაბამისად, კრიზისული მენეჯმენტის გატარება გახდა საჭირო, ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა და კერძო სექტორისთვის უპრეცენდენტო მოცულობის, 1 მილიარდი ლარის დღგ-ის დაბრუნება შეძლო.  საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ 2020 წელს როგორც მთლიანად ხელისუფლებამ, ისე უშუალოდ ფინანსთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა”, – აღნიშნა ანდრია გვიდიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,162 ნახვა
%d bloggers like this: