საზოგადოება

კახა კალაძე: სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარავა წახალისებული ვერ და არ იქნება

Nusagi

თბილისის მერმა აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული სახლების დემონტაჟის შესახებ განცხადება გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალური ფონის მიუხედავად, სახელმწიფო მიწების მოპარვის წახალისება ვერ და არ მოხდება.

„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, სამწუხაროდ, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ განეხორციელებინათ თავადვე დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დაიწყო დემონტაჟის პროცესი“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირთ და მათ სახელმწიფოს თანადგომა სჭირდებათ, თუმცა მათ კანონს პატივი უნდა სცენ.

„რომ არა კანონის პატივისცემა, დღეს ყველა ეს ადამიანი შეძლებდა უკანონოდ აეშენებინა სახლი და შემდეგ ეთქვა, რომ ეს მისი საკუთრებაა და არ უნდა შევეხოთ. ეს არის უსამართლობა. და არავინ, არცერთი კანონმორჩილი მოქალაქე არ დაეთანხმება მსგავს უსამართლობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება-მოპარავა წახალისებული ვერ და არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი მერობის პირობებში“, – განაცხადა კალაძემ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,776 ნახვა
%d bloggers like this: