საზოგადოება

კელი დეგნანი: თუ არსებობს სურვილი პარტიების მხრიდან, რომ გამონახონ გამოსავალი, აშშ მზადაა ნებისმიერი სახის მხარდაჭერის აღმოსაჩენად

Nusagi

აშშ მზად არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან სურვილის შემთხვევაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გამონახვაში ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოსაჩენად, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი მეგობარი არ ჰყავს.

„ვფიქრობ, თუ არსებობს პოლიტიკური სურვილი პარტიების მხრიდან, რომ შეხვდნენ და გამონახონ გამოსავალი, ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა ნებისმიერი სახის მხარდაჭერის აღმოსაჩენად. ქართველებმა იციან, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი პარტნიორი და მეგობარი არ ჰყავს“, – განაცხადა დეგნანმა.

კვლავ უცნობია როდის გაიმართება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,339,011 ნახვა
%d bloggers like this: