Uncategorized

მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახანს“

Nusagi

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ეთანხმება – ეს ელჩების კრიტიკაა, რომელიც მისთვისაც მიუღებელია. ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„გრიგოლ ვაშაძეს ერთ რამეში ცალსახად ვეთანხმები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის უხეში ფორმით. სხვა მხრივ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული ამბავია, ხდება ასეთი რაღაცებიც.

„მე ვისზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი პარტიაც გაიყო ახლახანს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,173 ნახვა
%d bloggers like this: