საზოგადოება

ნუგზარ ალუაშვილი შემთხვევის ადგილზე შვილთან, ოლიკოსთან ერთად შემთხვევით იმყოფებოდა

Nusagi

ნუგზარ ალუაშვილი აფრიკაში, შემთხვევის ადგილზე მცირეწლოვან შვილ ოლიკოსთან ერთად შემთხვევით იმყოფებოდა,-ამის შესახებ ფესიბუქმომხმარებლები სიციალურ ქსელში წერენ. 

როგორც ირკვევა, მამაკაცი, რომელიც ფოტოზე ბავშვთან ერთად არის აღბეჭდილი, აფრიკის დასახლებაში, ფაღავას შესახვევში ცხოვრობს და მისთვის სახლი არავის დაუნგრევია.

ფეისბუქმომხმარებელი ხათუნა ადელინა-ენუქიძე, რომელიც ალუაშვილების მრავალშვილიან ოჯახს იცნობს, წერს, რომ ერთ-ერთი ბავშვი მისი მოსწავლეა, ოჯახი მართლაც გაჭირვებულია. ისინი კახეთიდან გადმოსახლდნენ და სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებენ.

„საინტერესოა ამ ფოტოს ყველა არხი რატომ აფრიალებს, კი გაჭირვებული ოჯახია და თანადგომა ჭირდება, მაგრამ ამათთვის, არავის, არაფერი დაუნგრევია….ერთი ბავშვი ამ ოჯახიდან ჩემი მოსწავლეა, ან იქნებ სულაც არ სიამოვნებთ ამ ოჯახის წევრებს ამ ფოტოს ფრიალი?!“,-წერს მასწავლებელი. 

ცნობისთვის, ფოტომ, რომელზეც მამა-შვილია აღბეჭდილი, საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მამა-შვილს დღეს აფრიკაში მერიამ საცხოვრებელი სახლი დაუნგრია.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,244 ნახვა
%d bloggers like this: