Uncategorized

სოზარ სუბარი: კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს

Nusagi

სამგორის რაიონთან გვაქვს განსაკუთრებული გეგმები, ეს საკმაოდ რთული რაიონია, რომელიც თბილისის მეოთხედს მოიცავს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის საკითხის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრაქტიკულად ეს ერთადერთი რაიონია, რომლის ბევრ ქუჩაზე არაა გაზიფიცირება, ასფალტი, კანალიზაცია. ეს ყველაფერი გასაკეთებელია. აქ არის ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იგივეს, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, ბუნებრივია გავაკეთებთ, დავეხმარებით დაკანონებას“, – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, სამგორის რაიონში არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს წლების წინ აშენებული აქვთ სახლები. „ცხოვრობენ შიგნით, ბავშვებს ზრდიან, ხეხილი დარგული აქვთ, მათ ვპირდებოდით, რომ მაქსიმალურად დავეხმარებოდით. თუმცა ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, რომელებიც აცხადებდნენ, რომ მაქვს 1 400-1 800 კვადრატული მეტრი შემოღობილი, მე იქვე ვეუბნებოდი, რომ თუნდაც თბილისის გარეუბანში 1 800 კვადრატული მეტრის დაკანონებას ვერ დაგპირდებით, მაგრამ მინიმუმი საცხოვრებელი რომ გქონდეთ ამაში დაგეხმარებით. ადამიანები, რომლებმაც ბოლო სამ თვეში ააშენეს და აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დაემორჩილონ“, – განაცხადა სუბარმა.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,336,204 ნახვა
%d bloggers like this: