პოლიტიკა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი ნაგებობა არ იყო დასრულებული და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ

Nusagi

გვინდა, გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო, მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი დასრულებული სახლებიდან გამოიყვანა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული, იყო მშენებარეები და, რა თქმა უნდა, მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამას ადასტურებს კადრები, ფოტომასალა. ფოტოებზე ჩანს შენობებზე არსებული თეთრი ფურცლები. ესაა ის წერილობითი მოთხოვნები, დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,162 ნახვა
%d bloggers like this: