უცხოური მედია

2020 წელს მსოფლიოში ციხეში ჟურნალისტთა რეკორდული რაოდენობა იმყოფება

Nusagi

2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეში 274 ჟურნალისტი იმყოფება. ეს აბსოლუტური რეკორდია ბოლო 250 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის დაკვნაშია აღნიშნული. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტთა უმეტესობა დაპატიმრებულია ჩინეთში, თურქეთში, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტების დაკავება გლობალური პანდემიის დროს ხდება. სულ მცირე მედიის ორი თანამშრომელი ციხეში ამ დაავადებას შეეწირა. ისეთ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა აშშ, პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ხშირია მედიაზე სიტყვიერი თავდასხმა, რაც ავტორიტარულ ქვეყნებში ამ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებისთვის ერთვარი „მწვანე შუქია“- წერია ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ანგარიშში.

1 დეკემბრისთვის აშშ-ის ციხეში არც ერთი ჟურნალისტი არ იმყოფებოდა, თუმცა 2020 წლის სხვადასხვა მონაკვეთში მედიის 110 თანამშრომელი იყო დაკავებული, რომლებიც, ძირითადად, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.

ამ დროისთვის ციხეში მყოფი ჟურნალისტების 2/3 ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში არიან ბრალდებულები, მათ შორის ისეთებში, როგორიცაა ტერორიზმი ან აკრძალული ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა. დაკავებული ჟურნალისტების დაახლოებით 20%-ის შემთხვევაში მათი ბრალი დამტკიცებული არ არის.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,907 ნახვა
%d bloggers like this: