ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: პანდემიის პირობებში სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო, რაც ხაზს უსვამს სამინისტროს ნაყოფიერ საქმიანობას

Nusagi

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2020 წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე წელს გატარებულ ღონისძიებებზე და პანდემიის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. მისი თქმით, სამინისტრომ შეძლო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშში ბევრ საინტერესო ფაქტორზე იყო საუბარი. თუმცა, მე, განსაკუთრებულად მინდა გამოვყო უწყების როლი კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უამრავ გამოწვევებთან ერთად, ასეთ კრიზისულ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხობა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნება. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე მიმართულებით, სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ერთმნიშვნელოვნად ნაყოფიერი იყო. პანდემიის გავრცელების პარალელურად, ბუნებრივია, დღის წესრიგში დადგა სასოფლო სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საიმედოობის საკითხი, რასაც, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღირსეულად გაუმკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ აქცენტი შიდა მოხმარების უზრუნველყოფაზე გადაიტანა და, შესაბამისად, ექსპორტი აკრძალა, ჩვენთან არცერთი წუთით არ იგრძნობოდა რაიმე სახის დეფიციტი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ თავი გაართვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების უწყვეტობის უზრუნველყოფას. დაწყებული საგაზაფხულო სამუშაოებიდან, დამთავრებული საშემოდგომო პერიოდში მოსავლის დაბინავებით, მთლიანი ჯაჭვი გამართულად მუშაობდა. არცერთი გლეხის მუშაობა წყალში არ ჩაყრილა და წარმოებული პროდუქციის დაბინავების პრობლემა არ დამდგარა. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი და დასაფასებელია“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,158 ნახვა
%d bloggers like this: