ჯანდაცვა

გაბუნია: ვაქცინა გაზაფხულამდე რომ მივიღოთ, აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს

Nusagi

საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაზაფხულამდე რომ მიიღოს, ვაქცინის მომწოდებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დეკემბრის ბოლომდე, საქართველოში ვაქცინის დანერგვის გეგმას შეიმუშავებენ, რაც ვაქცინის მიღების მთავარი წინაპირობაა

„აქ არის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება პრიორიტეტული ჯგუფების შერჩევას, აგრეთვე იმას, თუ რომელი ვაქცინაა ჩვენთვის ტექნოლოგიურად მისაღები.

განიხილება ვაქცინები, რომლისთვისაც ცივი ჯაჭვის მოთხოვნა არის -70 გრადუსი, ეს არის Pfizer-ის ვაქცინა, აგრეთვე Moderna, რომელსაც სჭირდება -20 გრადუსი. AstraZeneca-სთვის ბევრად ნაკლები, -2 დან -8 გრადუსამდეა საჭირო, რაც ჩვენთვის ჩვეული ცივი ჯაჭვის რეჟიმი.

ამდენად, AstraZeneca დანერგვასთან დაკავშირებით ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ცივ ჯაჭვში არ მოგვიწევს, რაც შეეხება Pfizer და Moderna-ს ვაქცინებს, ეს ტექნოლოგიურად შესაძლებელია. მაცივრების გარკვეული რაოდენობა უკვე არის, უფრო მეტია მინუს 20-ის და უფრო ნალები მინუს 80-იანის“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარებაა შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა ამას მოჰყვება ექიმების ტრენინგი, რაც ინდივიდუალურად მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომელ ვაქცინაზე შეჩერდება აქცენტი და ესეც შესაძლებელი იქნება ძალიან მოკლე ვადაში.

გარდა იმისა, რომ „კოვაქსის“ ვაქცინიდან ველოდებით მიღებას, აგრეთვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქვეყნებთან და მწარმოებლებთანაც. იმედია, მოკლე დროში გვექნება გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ვიწყებთ. რა თქმა უნდა „კოვაქსის“ ფარგლებში, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა, ჩვენც მივიღებთ ჩვენ წილ ვაქცინას, მაგრამ ეს არ იქნება გაზაფხულზე ადრე, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო ადრე მოხდეს ეს ამბავი, მიდის აქტიური მუშაობა მწარმოებლებთან“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: