უცხოური მედია

თურქეთიდან ჩინეთში პირველი მატარებელი ჩავიდა

Nusagi

მატარებელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბაქო-ქარსის რკინიგზით თურქეთიდან საქართველოში ჩავიდა, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანიდან ყაზახეთში გაემგზავრა, უკვე ჩინეთში ჩავიდა.  მატარებელმა 6,593 კილომეტრი გაიარა. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. 

მატარებელი 42 კონტეინერისგან შედგება. ის ჩინეთის ქალაქ სიანში უნდა ჩავიდეს. თურქეთიდან მატარებელი 4 დეკემბერს გამოვიდა. ჩინეთამდე გზა 12 დღე-ღამეს შეადგენს

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საერთაშორისო კონსორციუმს ეკუთვნის, რომლის შემადგენლობაში შედიან კომპანიები ADY Konteyner (აზერბაიჯანი), KTZ Express (ყაზახეთი), GR Logistics (საქართველო) и Pasific Eurasia Logistics (თურქეთი). პირველმა მატარებელმა, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში ჩავიდა, ამ რკინიგზით 2019 წლის ნოემბერში გაიარა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,053 ნახვა
%d bloggers like this: