პოლიტიკა

კალაძე იმ მოქალაქეების ქონებაზე ასაჯაროებს ინფორმაციას, ვინც აფრიკაში მიწები მიიტაცა

Nusagi

აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთების უკანონოდ მითვისების ფაქტებს მერია მოიკვლევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ იმ მოქალაქეების ქონების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, რომლებმაც აფრიკის დასახლებაში მიწის ნაკვეთები უკანონოდ დაისაკუთრეს.

„ამ ადამიანებში არიან ისეთები, რომლებიც სოციალურთა ბაზაშია, თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც მიწების დატაცებით ითბობენ ხელს.

მოქალაქე შ.ჟ სიღნაღის რაიონში ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს, მამას რეგისტრირებული აქვს 6 ათას კვმ სახნავ-სათესი მიწა. მოქალაქე გ.შ., მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე, მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში 1 255 კვმ მიწის ნაკვეთს ფლობს. მოქალაქე დ.ტ. თბილისში ფლობს ბინას. დედას ასევე სოფელ ჯიმითში აქვს 3 302 კვმ მიწის ნაკვეთი. მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლობს 600 კვმ ფართს. მოქალაქე დ.მ თბილისში, ნავთლუხის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას ასევე აქვს 568 კვმ ფართი ნავთლუხის დასახლებაში. მოქალაე ნ.ბ. რეგისტრირებულია კასპში. მამას კავთისხევსი 1 300 კვმ ნაკვეთი. დედა რეგისტრრებულია ინდმეწარმედ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულით საზოგადოებას ექნება სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე. კალაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმეებს სრულყოფილი მოკვლევა სჭირდება, რომელსაც მერია აუცილებლად გააკეთებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,238 ნახვა
%d bloggers like this: