საზოგადოება

ნათია თურნავა: ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი, ნაკლები ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა

Nusagi

„სამთო-სათხილამურო კურორტებზე საქმიანობა გაჩერებულია, არა მხოლოდ დიდი ზომის სასტუმროებში, არამედ ნებისმიერი სახის და ეს მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, 16 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, შეჩერებულია საბაგიროების მუშაობაც, რადგან ნაკლები დამსვენებელი ავიდეს.

„კერძო ბინების გაქირავების და საკუთარ სახლში ასვლის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლიანად მოეკიდონ ამ პერიოდს.

ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ჩვენ ვხედავთ, რომ კორონავირუსის შედეგად ყოველდღიურად ადამიანები იღუპებიან.

საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ ახალ წელს ნაკლები ზეიმი, ქეიფი და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ.

კერძო სახლებში ვერ შევალთ, ეს უკვე თვითშეგნების ამბავია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობა უფრო მკაცრი შეზღუდვების მოდელს არ განიხილავს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,404 ნახვა
%d bloggers like this: