ჯანდაცვა

„გარდიანის“ ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყება

Nusagi

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, ავტორიზაციის გეგმის მიხედვით გავლის შემთხვევაში, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

„გერმანიაში ვაქცინაციას 27 დეკემბერს დავიწყებთ, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაცია ისე მოხდება, როგორც დაგეგმილია“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყო დიდი ბრიტანეთი იყო.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,859 ნახვა
%d bloggers like this: