ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 82 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
მას ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ გასროლის ხმა გაიგეს, მასთან მისულებს კი კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.წინ
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდეს.
Facebook Comments