პოლიტიკა

გოჩა თევდორაძე – დაფინანსებაზე კობახიძის განცხადება პირდაპირ არ ეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ჩვენი პარტია დაფინანსებას იღებს 2017 წლის თვითმმართველობის შედეგებიდან გამომდინარე

Nusagi

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას იღებს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და დაფინანსების თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება მის პარტიას პირდაპირ არ ეხება.

თუმცა, მისივე შეფასებით, მსგავსი განცხადებებით, ხელისუფლებას ქვეყანა უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეჰყავს.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით კობახიძის მორიგი ბოდვა პირდაპირ არ ეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“. „პატრიოტთა ალიანსი“ დაფინანსებას იღებს 2017 წლის თვითმმართველობის შედეგებიდან გამომდინარე და არ ეხება 2020 წლის პარლამენტს. რაც შეეხება სხვა პარტიების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, პოლიტიკური პარტიების მიმართ ასეთ შანტაჟს, ქვეყანა შეჰყავთ უფრო და უფრო მეტ პოლიტიკურ კრიზისში“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

რაც შეეხება სარეკლამო დროის საკითხს, გოჩა თევდორაძე აღნიშნავს, რომ ეს თემა დღეს აქტუალური არ არის, ვინაიდან თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია.

„საუბარი არის იმაზე, რომ სარეკლამო დროც არ ჰქონდეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საპარლამენტო ცხოვრებაში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს საკითხიც არ არის აქტუალური დღეს, რადგან არჩევნებამდე ჯერ კიდევ ერთი წელია. თუ „ქართული ოცნება“ ასეთ ქმედებებს გააგრძელებს, ის ვერ იქნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის სათავეში. თავისთავად, ეს კანონმდებლობაც სხვანაირად იქნება ჩამოყალიბებული და არა ისე არადემოკრატიულად, როგორც ეს სურს „ქართულ ოცნრბას“ და კობახიძეს. ახლა ფიქრობენ, რომ შანტაჟით ან მოსყიდვით შეიძლება პოლიტიკური ძალები დაითანხმონ იმის აღიარებაზე, რომ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს მისცენ ლეგიტიმაცია. ამ გაყალბებული არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ. პარლამენტს უკვე მიმართა ოპოზიციურმა სპექტრმა მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, პარლამენტში 10 -12 დღის მონაკვეთის შემდეგ არ იქნება 100 წევრზე მეტი, იქნება უკვე ნაკლები რიცხოვნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარლამენტი იქნება არაქმედითუნარიანი“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

ამასთან, თევდორაძის განმარტებით, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის და ხელისუფლებისგან გონივრული წინადადების მოსასმენად.

„ჩვენ მოლაპარაკებების დასრულებას არ ველოდებით. მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის  მზად ვართ, მზად ვართ, მოვისმინოთ ხელისუფლებისგან გონიერი წინადადება, ეს დაკავშირებულია ვადამდელ არჩევნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ყოველთვის მოქმედებდა დამოუკიდებლად, ჩვენც ამ დღეებში მივმართავთ პარლამენტს მანდატების დათმობასთან დაკავშირებით და მივიღებთ არალეგიტიმურ, არაქმედუნარიან პარლამენტს. ეს არის „ქართული ოცნების“ და არა ჩვენი არჩევანი“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა,  რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,870 ნახვა
%d bloggers like this: