უცხოური მედია

ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

Nusagi

ესპანეთში რუსული მაფიის წინააღმდეგ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფებების 23 წევრი. ამის შესახებ dw.com იუწყება. 

სპეცოპერაცია „ინტერპოლთან“ ერთად ჩატარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები რუსეთიდან გატანილი თანხების ესპანეთის სანაპიროზე უძრავ ქონებას ყიდულობდნენ. ასევე ისინი ესპანეთის სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელთა მოსყიდვას ცდილობდნენ.

დაკავებული პირები დანაშაულებრივი ქსელის წარმომადგენლები არიან, რომელთა გეგმა ესპანეთის ეკონომიკის წამყვან სექტორებზე კონტროლის დამყარება იყო. ამისთვის ისინი იურისტებს, სახელმწიფო მოხელეებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და კომპიუტერულ ჰაკერებს იყენებდნენ. დაჯგუფების კვალზე პოლიცია ჯერ კიდევ 2013 წელს გავიდა, ის ესპანეთის სანაპიროზე აკონტროლებდა კლუბებს, რესტორნებს და სხვა უძრავ ქონებას.

დაკავებულთა შორის რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ალჟირის და ესპანეთის მოქალაქეები არიან. ჩხრეკის დროს ამოღებულია 300 ათასი ევროს ნაღდი ფული, ბრილიანტები, ასევე „ელექტრონულ საფულეებში“ აღმოჩენილია კრიპტოვალუტა. ესპანეთის პოლიცია ამას ბოლო 10 წლის განმავლობაში მაფიის წინააღმდეგ ჩატარებულ უმსხვილეს ოპერაციას უწოდებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,046 ნახვა
%d bloggers like this: