პოსტები სოციალური ქსელიდან

„თქვენ ხართ „ნაცმოძრაობის“ სპეციალური სამსახური“- ლაშა ნაცვლიშვილი მთავარი არხის ჟურნალისტთან მიმოწერას ასაჯაროვებს

Nusagi

ინფორმაციის უვნებლობის სააგენტოს თხოვნით და ფეიკ-ნიუსის ტოქსიკური ნარჩენებისგან საზოგადოების დაცვის ეროვნული ამოცანიდან გამომდინარე, ამ მიმოწერას ვასაჯაროებ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

– ბატონო ლაშა, სალამი. ბექა ყორშია გაწუხებთ მთავარი არხიდან. თქვენი ჩაწერა მინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით
– სალამი, ბექა. მომწერეთ რა გაინტერესებთ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ.
– გადაცემა “პიანი ბაზარში”, შალვა რამიშვილს ეუბნებით ერთგან – ჩვენ ვართ მანიპულატორები, რას ვიზამთ, შეგვწევს ეს უნარიო. თქვენგან, როგორც მედია-პლატფორმის შემქნელისა და მესვეურისგან, ამის მოსმენა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამ თემაზე მინდა დავილაპარაკოთ. თუ დამთანხმდებით, ძალიან დამავალებთ. არ ჩამეწერებით ?
– რასაკვირველია, არ “ჩაგეწერებით”, არც ამ და არც სხვა თემაზე, რადგან თქვენ არ ხართ მედია, თქვენ – “ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც არ ხართ, თქვენ ხართ პარტიად წოდებული ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი შეურაცხყოფის და დაცინვის სპეციალური სამსახური და ფეიკ-ნიუსის საწარმო. შესაბამისად, თქვენ არ შეიძლება ლეგიტიმური კითხვები გქონდეთ, – ეს ერთი! და მეორე – რომც აგიხსნათ, მაინც ვერ გაიგებთ, რადგან არც დროს და სივრცის განცდა გაქვთ, არც კონტექსტის და ფორმატის, სხვა მაღალ მატერიებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. თქვენ გაქვთ პარტიული დავალება და ცდილობთ, შეასრულოთ. შემიძლია, მხოლოდ გითანაგრძოთ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით…

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,890 ნახვა
%d bloggers like this: