რელიგია

ილია მეორე: ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები და წიგნად გამოვცეთ

Nusagi

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ბარბარე მტკიცე სარწმუნოების, ერთგულების, ქრისტიანული რწმენის მაგალითია.

ილია მეორეს თქმით, ღვთის გარეშე არაფერი ხდება. უფალს უნდა სთხოვო, რომ სიმშვიდე იყოს.

პატრიარქმა ახალგაზრდებს მიმართა, რომ დაწერონ ლოცვები, თხოვნები, რომელიც შეგროვდება და წიგნად გამოიცემა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. როცა დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უნდა მიმართოთ, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა და გამომიგზავნეთ მე.

მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ როდესაც შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში. სადაც არ უნდა იყოთ, ტაძარში, სახლში, თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,325,919 ნახვა
%d bloggers like this: