რელიგია

ილია მეორე: ვთხოვთ უფალს, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება

Nusagi

„გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება“,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე, სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა. 

მან მრევლს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

„წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული ერთგულებისა

პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის; დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, ეს რაც ხდება – ამდენი მსხვერპლი – ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი ხდება ღვთის გარეშე. შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა დალოცოს ერი თვისი მშვიდობით!

„ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ“. დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობას, სიხარულს, ქრისტიანული რწმენის განმტკიცებას, სიმშვიდეს გულსა და გონებაში, სულში და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას“,- აღნიშნა ილია მეორემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,658 ნახვა
%d bloggers like this: