პოსტები სოციალური ქსელიდან

შესაძლებელი იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობით, ჩუმად დადგენილიყო გარდაცვალების და თვითმკვლელობის მიზეზები და დეტალების გასაჯაროების საჭიროება არ დამდგარიყო

Nusagi

ამირან სალუქვაძე: ძალებს, რომლებიც ბაჩალიაშვილის საქმეს ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ, არ გააჩნიათ მორალი გამოძიებამ, რომელიც ეფუძნება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მიღებულ ფაქტებს გარდაცვლილის სოციალური ქსელიდან თუ სხვა ელექტრონული მიმოწერებიდან. დეტალური ანალიზი წარმოადგინა – ამ ყველაფერს ვერ გააყალბებ,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, ძალებს, რომლებიც ამ საქმეს ვიწრო-პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებდნენ, არ გააჩნიათ მორალი. მისი თქმით, ვიხილეთ აბსურდული თეორიები, ცილისწამებები, დარაზმული შტურმი ძალოვან სტრუქტურებსა თუ პოლიტიკოსებზე.

,,გიღირდათ ოჯახს ამ ყველაფრის გასაჯაროვება? ვაი გამომძიებლებს და უი პოლიტიკოსებს რაც ამოძრავებდათ, ყველამ ვიცით. ხომ ვადევნეთ თვალი რა ისტერიებს აწყობდნენ, როგორ იყენებდნენ კონკრეტულად ამ და სხვა ოჯახების უბედურებებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისათვის. ამ ძალებს არ გააჩნიათ მორალი, ეთიკური სტანდარტები, დაირღვა ყველანაირი ნორმები, ჟურნალისტურიდან დაწყებული, ელემენტარული, ადამიანურით დამთავრებული. ვიხილეთ ყველაფერი, აბსურდული თეორიები, ცილისწამებები, დარაზმული შტურმი ძალოვან სტრუქტურებსა თუ პოლიტიკოსებზე. მერე გიკვირთ ჩვენი თქვენდამი დამოკიდებულება. გამოძიებამ, რომელიც ეფუძნება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით მიღებულ ფაქტებს გარდაცვლილის სოციალური ქსელიდან თუ სხვა ელექტრონული მიმოწერებიდან. დეტალური ანალიზია წარმოადგინა – ამ ყველაფერს ვერ გააყალბებ. გადამოწმება შეუძლია ადვოკატსაც. არ დაიჯერებს მხოლოდ ფანატიკურად დაბრმავებული. მეცოდება მხოლოდ გარდაცვლილი, რომ ვერავინ უშველა. შესაძლებელი იყო, გამოძიებასთან თანამშრომლობით, ჩუმად დადგენილიყო გარდაცვალების და თვითმკვლელობის მიზეზები და დეტალების გასაჯაროების საჭიროება არ დამდგარიყო. სამწუხაროდ ეს შეგნება არ აღმოაჩნდათ“,წერს სალუქვაძე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,146 ნახვა
%d bloggers like this: