ეკონომიკა

300-ლარიან დახმარებაზე მიღებული განაცხადები ახალ წლამდე დაკმაყოფილდება

Nusagi

მოქალაქეებს 300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე განაცხადები ახალ წლამდე დაუკმაყოფილდებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობას უკვე 65 ათასზე მეტი ასეთი განცხადება აქვს მიღებული.

„მოგეხსენებათ, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მეოთხე ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი მხარდაჭერის. ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ვგულისხმობ. დღეის მდგომარეობით, მიღებულია უკვე 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომელთაგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,249 ნახვა
%d bloggers like this: