მეცნიერება უცხოური მედია

51 წლის შემდეგ, აშშ-ის ყველაზე ცნობილი მანიაკის მეორე გზავნილი გაშიფრეს

Nusagi

სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტების გუნდმა გაშიფრა მე-2 კრიპტოგრამა, რომელიც ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა, მეტსახელად ზოდიაქმა ადგილობრივ გაზეთებს გაუგზავნა ნახევარი საუკუნის წინ. სულ ასეთი 4 გზავნილი არსებობს. მათგან 2 კვლავ გაუშიფრავია.

შიფრი რედაქციებმა 1969 წლის ნოემბერში მიიღეს და მას შემდეგ კრიპტოგრაფების მიერ იშიფრება. 2020 წლის 11 დეკემბერს, კრიპტოგრაფიის სპეციალისტმა, დევიდ ორანჩაკმა განაცხადა, რომ წერილის ტექსტი როგორც იქნა, გაიშიფრა. ის მკვლელმა San Francisco Chronicle-ის რედაქციას გაუგზავნა.

„იმედი მაქვს, კარგად ერთობით ჩემი დაჭერის მცდელობებში. მე არ მეშინია გაზის კამერის, რადგან ის სამოთხეში კიდევ უფრო ჩქარა გამგზავნის. მე ხომ ახლა უკვე საკმარისი მონები მყავს, რომლებიც მომემსახურებიან იქ“,-ნათქვამია მკვლელის გზავნილში. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გამოძიების ფედერალური ბიურო ადასტურებს ინფორმაციას, რომ გზავნილი გაშიფრულია, თუმცა აღნიშნავს, რომ ის სამართალდამცველებს , რომლებიც უშედეგოდ ცდილობენ მანიაკის ვინაობის დადგენას, სავარაუდოდ, ვერაფრით დაეხმარება. მათივე თქმით, ზოდიაქის საქმის გამოძიება გრძელდება.

„მკვლელი, სახელად ზოდიაქი რამდენიმე დასახლებას ატერორებდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. და ათწლეულების შემდეგ ჩვენ კვლავ ვცდილობთ ვიპოვოთ ამ საშინელი მკვლელობების მსხვერპლთათვის სამართალი“-განაცხადა ბიუროს სპიკერმა კემერონ პოლანმა.

სერიული მკვლელი ზოდიაქი- ერთ-ერთი ყველაზე ბურუსით მოცული მანიაკია. ის 1960-იანი წლების ბოლოს მოქმედებდა ჩრდილოეთ კალიფორნიასა და სან-ფრანცისკოში, მისი ვინაობა დღემდე არ არის დადგენილი.

ზოდიაქს 5 გახმაურებულ მკვლელობას უკავშირებენ, ორმა სხვა ადამიანმა თავის დაღწევა მოახერხა, თუმცა თავად მანიაკის თქმით, მას 37 ადამიანი ყავს მოკლული.

მკვლელი 1969 წლიდან გაზეთების რედაქციებს უკავშირდებოდა. ის მათ თავის შიფრს უგზავნიდა და იმუქრებოდა ახალი მკვლელობით, თუ მის გზავნილს არ გამოაქვეყნებდნენ. პირველი კოდი ძალიან მალე გაშიფრა სან-ფრანცისკოში მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა. ისიც არ იყო ინფორმატიული და ეწერა: „მიყვარს ადამიანების მოკვლა, რადგან ეს ძალიან სახალისოა“.

მეტსახელი ზოდიაქი მანიაკმა თავად დაირქვა. სულ არსებობს 4 კრიპტოგრამა- მკვლელი ამბობდა, რომ ერთ-ერთ მათგანში მისი ვინაობაა დასახელებული. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,261 ნახვა
%d bloggers like this: