ჯანდაცვა

ბიძინა კულუმბეგოვი: Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი

Nusagi

„Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები მდიდარ ქვეყნებს უკვე შეძენილი აქვთ, ამიტომ, ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ეს არ იქნება ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „იმედის დღე“ განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, ჩვენ ალბათ უფრო მივიღებთ რამდენიმე პერსპექტიულ ვაქცინას, მათ შორის არის „ასტრაზენეკას“.

„კომპანიებს არ აქვთ ულიმიტო შესაძლებლობები, 300 მლნ დოზა ევროკავშირმა იყიდა, აშშ-მა 100 მლნ. ასევე – იაპონიამ, ისრაელმა. ასე რომ, მდიდარმა ქვეყნებმა უკვე შეიძინეს. კანადას შეძენილი აქვს ვაქცინების ისეთი რაოდენობა, რომელიც მას მისცემს საშუალებას, წინასწარი გადახდით ხუთჯერ აცრას თავისი მოსახლეობა. ამიტომ, მდიდარმა ქვეყნებმა მსოფლიო ვაქცინების 52% მიისაკუთრეს. შესაბამისად, ჩვენ სხვა ვაქცინებზე აქცენტის გაკეთება მოგვიწევს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ამ ინფექციას სამწუხაროდ სეზონურობა არ აქვს, რაც უკვე ვნახეთ ზაფხულის განმავლობაში. ამიტომ, ერთადერთ იმედად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაცია რჩება.

„არ ვდავობთ, რომ ვაქცინა იქნება ის მოვლენა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი როლი უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმი არსებობს და არსებობდა. არც ერთ ვაქცინას, ჯერ კიდევ დამზადებამდე და გამოშვებამდე ამდენი ,მასთან დაპირისპირებული არ ახსოვს, რაც მესმის, რადგან ეს პანდემიამ განაპირობა. თუმცა გარკვეული თვალსაზრისით ამდენი კრიტიკოსი ცუდი არ არის, დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. ხშირად მესმოდა, რომ ჩვენზე ექსპერიმენტებს მოაწყობენ, „ექსპერიმენტს“ ატარებენ ამერიკელზე, ინგლისელზე, გერმანელზე და ასე შემდეგ. დაველოდოთ ამ „ექსპერიმენტს“, ვიდრე ჩვენთან მოაღწევს, დარწმუნებული ვარ, რომ მინიმუმ 50 მლნ ადამიანს ექნება ეს გაკეთებული და ამის შემდეგ შეგვიძლია ვურჩიოთ გაკეთება, ან თავი შევიკავოთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,535,662 ნახვა
%d bloggers like this: