პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
საგაზაფხულო სესია კი, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
პარლამენტი მუშაობას რიგგარეშე სხდომებით გააგრძელებს, რადგან დასამტკიცებელია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, აგრეთვე მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. სხდომა ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა, რადგან ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებაზე საუბრობენ
კონსტიტუციის თანახმად, 11 დეკემბერსვე მთავრობამ პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა. პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია უკვე წარადგინა, რომელმაც მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა უნდა წარადგინოს.