ჯანდაცვა

ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია არაა იმის საფუძველი, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ

Nusagi

კოვიდინფექციის გავრცელების სტაბილიზაცია არაა იმის საფუძველი, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. ჩვენ ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში, ჯერჯერობით, პანდემია არის და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტის დაწყების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღის პირველ ნახევარში, ჰანს კლუგეს ვიზიტის ფარგლებში, მოვახერხეთ მხოლოდ მოკლედ გაცნობა შესრულებული ღონისძიებებისა. ვისაუბრეთ შეზღუდვებთან დაკავშირებითაც, თუმცა, ჯერ არ გვისაუბრია იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს შეზღუდვების მოხსნის პერსპექტივა. ამას მეტად დეტალური სამუშაო განრიგი სჭირდება, რომელიც აუცილებლად იქნება დღეს, დღის განმავლობაში. ასევე, შაბათ-კვირა ჩვენთვის, სტუმართან ერთად, სამუშაო დღეები იქნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჰანს კლუგე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,938 ნახვა
%d bloggers like this: