პოლიტიკა

ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება

Nusagi

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა მოლაპარაკების კარი რეალურად სულ უფრო და უფრო იხურება.

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება, ის კარი ორივე მხრიდან იხურება. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე „ქართული ოცნება“ შანტაჟის ენით ლაპარაკობს.

მეორე მხრივ ოპოზიცია იძახის, რომ მოლაპარაკება უნდა და თან სიებს აუქმებს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა

როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედებები ხალხის და ელჩების შეურაცხყოფაა.

👉„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,530,854 ნახვა
%d bloggers like this: