თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნა საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივაა.
კულტურის პალატის ხელმძღვანელის, დავით ოქტიტაშვილის თქმით, პალატა ასევე ცდილობს, ისრაელიდან სამშობლოში სპეციალური თვითმფრინავით ჩამოიყვანოს ზურაბ დოიჯაშვილი, რომელიც ამჟამად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მისი სურვილია, საქართველოში დაბრუნდეს.
„ჩვენ ყველა ერთად ავუსრულებთ ზურას ნატვრას და ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში.ვერთიანდებით მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის დასახმარებლად .
საქართველოს ბანკი – GE06BG0000000498478658“,-წერს დავით ოქიტაშვილი.
Facebook Comments